English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ მარინა მუჩიაშვილი ზამირა შონია
საქართველოს სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი (კვლევა)

რეზიუმე

2012 წლის შემდგომი პერიოდი საქართველოში ხასიათდება მთლიანი შიგა პროდუქტის მჩვენებელი  ზრდის დაბალი ტემპებით ხასიათდება. კვლევაში ქვეყნის სახელმწიფო ვალის მდგრადობა  მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკრი ზრდის  ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის სახელმწიფო ვალის მდგრადობის თითქმის ყველა ძირითადი ინდიკატორი (კერძოდ,  სახელმწიფო ვალი/მშპ-ში, სახელმწიფო ვალი ბიუჯეტის შემოსავლებში, სახელმწიფო ვალი/ექსპორტში) ზრდადი ქვეყნებისათვის სავალუტო ფონდის სახელმწიფო ვალის მდგრადობის მეთოდოლოგიით (MAC DSA) დადგენილ დასაშვებ ჭერებს (შესაბამისად, 50%-ს, 300%-სა და 200%-ს) ქვემოთაა და რეალისტური სცენარის მიხედვით ვალის მდგრადობას საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებიც საფრთხე არ ემუქრება, სახელმწიფო ვალის სტრუქტურაში საგარეო ვალის მაღალი წილის (80%-ზე მეტი) გამო სხვადასხვა სახის (განსაკუთრებით ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემისა და ზრდის ტემპის შემცირების)  შოკების, ასევე, მულტი შოკებისა და სხვადასხვა სახის ცალკეული შოკის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზემოქმედების შემთხვევაში  ქვეყნის სახელმწიფო  ვალის მდგრადობის იდიკატორები მკვეთრად უარესდება როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდებში. ვალის მდგრადობის შესაფასებლად მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ქვეყნის მთლიანი ვალის მოცულობაც, რაც დღეისათვის ისტორიულ მაქსიმუმს (16,7 მილიარდ დოლარს) შეადგენს.